„ოქტომბერში მასთან მინდა ჩხუბი“ | მანქანამ თოფურია გამოიწვია
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლს, მალკოლმ უელმეიკერს ალექსანდრე თოფურიასთან ჩხუბი სურს. „მანქანამ“ (მერაბ დვალიშვილის მსგავსად მისი მეტსახელიც მანქანაა) ინტერვიუ MMA Junkie-ის მისცა და განაცხადა, რომ მზადაა, „კონკისტადორს“ ოქტომბერში დაუპირისპირდეს.
„რამდენიმე ჭორი მომივიდა, რომ შესაძლოა, ოქტომბერში, UFC 320-ზე ჩამინიშნონ ჩხუბი. თუ ამ ღონისძიებაზე მოვხვდი, საოცარი შეგრძნება იქნება. ჩემთან მიმართებით, ალექსანდრე თოფურიას ხშირად ახსენებენ.
არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ რაც უფრო მეტჯერ მესმის მისი გვარი, მით უფრო აღფრთოვანებული ვხდები ამ ჩხუბის პერსპექტივით. ვფიქრობ, საოცარი ოცნება ახდება თუ ოქტომბერში თოფურიასთან ბრძოლის ვარიანტი გამოვა.“
ცნობისთვის, უელმეიქერს UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივე ნოკაუტით მოიგო. სადებიუტო ჩხუბში მან კამერონ სააიმანი დაამარცხა, შემდეგ კი კრის მუტინიოს მოუგო. უელმეიქერს კარიერაში 10-ჯერ უჩხუბია და არც ერთხელ დამარცხებულია. ორგანიზაცია მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ალექსანდრეს გარდა, მან რიკი სიმონთან, პეიტონ ტელბოტთან და ადრიან იანესთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.