სამი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - 17-წლამდე მოჭიდავეთა წარმატება
Aa
Aa

სამი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - 17-წლამდე მოჭიდავეთა წარმატება

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ერეკლე თავბერიძე (65 კგ) და ლუკა მარტიაშვილი (80 კგ) დასჯერდნენ, ხოლო თემურ სიმსივემ (110 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

თავბერიძემ პლანეტის პირველობა ყაზახი დოსბოლ შამილის (5:3) დამარცხებით დაიწყო, რასაც მოლდოველი მაქსიმ დამასჩინის (6:1) ძლევა მოჰყვა. ამის შემდეგ იყო ტაჯიკ შოჰიჯაონ ბობოევთან (7:0) და ინდოელ ანუი ანუისთან (9:1) მოგება, ხოლო ფინალში ერეკლემ სომეხ ჯანეს ნაზარიანთან წააგო. გადამწყვეტი შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე მარტიაშვილმა ხორვატი დავიდ ვილკი (9:0), უკრაინელი ნესტორ ბარანი (7:5), აზერბაიჯანელი ნიჯათ იეილამალიევი (3:2) და თურქი ისმაელ ბერეკეტი (2:1) დაამარცხა, ფინალი კი უზბეკ აბდულაზიზ ხოლმირზაევთან დათმო.

რაც შეეხება თემურ სიმსივეს, მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩინელ ჰუ ნუერ ლებიკიეს აჯობა, იქამდე კი თურქმენ, ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს და ბულგარელ მოწინააღმდეგეებზე ძლიერი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ხეცურიანის და მელიას ოქროს მედლები სარეიტინგო ტურნირზე
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ხეცურიანის და მელიას ოქროს მედლები სარეიტინგო ტურნირზე