„დიდების დარბაზში აუცილებლად შევა“ | დუ პლესი თოფურიას აქებს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. სამხრეთ აფრიკელმა „ელ მატადორის“ მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ თოფურია UFC-ის დიდების დარბაზში მოხვდება.
„ილიას გამო ბედნიერი ვარ. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ერთსა და იმავე ღონისძიებაზე ჩავატარეთ და გასახდელში ჩემთან ერთად იმყოფებოდა. ჩვენი კარიერა ერთი და იმავე ტრაექტორიით განვითარდა და ტიტული ერთთვიან ინტერვალში მოვიგეთ. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, განსაკუთრებული ბიჭია.
დარწმუნებული ვარ, UFC-ის დიდების დარბაზში შევა. ის პირველი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა და როგორც სტრაიკერს, ისე მრავალმხრივ მებრძოლს, უდიდეს პატივს ვცემ. სამი ლეგენდა დაანოკაუტა და საოცარი მებრძოლია. ჩემი აზრით, UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა - საუკეთესო თუ არა.“
შეგახსენებთ, რომ დუ პლესი მომდევნო ორთაბრძოლას ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ გამართავს. სამხრეთ აფრიკელი მებრძოლი 17 აგვისტოს იჩხუბებს და საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას შეეცდება.