მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, პეტერ იანი
Aa
Aa

„მერაბთან ჩხუბი კარგი იქნებოდა, უმარი აღარ მაინტერესებს“ - პეტერ იანის გეგმები

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გუშინ გამართული ღონისძიების თანამთავარ ორთაბრძოლაში პეტერ იანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მარკუს მაკგი დაამარცხა. ბუნებრივია, სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში გამართული ჩხუბის დასრულების შემდეგ, რუსი მებრძოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა უახლოეს მომავალში უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებას, უარყოფითი პასუხი გასცა.

პეტერ იანი

უმარი და მასთან ჩხუბი ჩემთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა და იცით რატომ? ის უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა და საერთოდ აღარ გამოჩენილა. დიახ, ნურმაგომედოვს აქვს იმის ფუფუნება, ერთი წელი, წელიწადნახევარიც კი დაისვენოს, არ ივარჯიშოს და შემდეგ სატიტულო ჩხუბი მოითხოვოს. მე კი არც და მყავს, არც ძმა და არც ბიძაშვილები - ყველაფერს შრომით ვაღწევ და დასაკარგი დრო არ მაქვს.

ნურმაგომედოვს ჯერ ბაქოში ჩხუბი შევთავაზე, შემდეგ აბუ-დაბის ვარიანტზე ვუთხარი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მისგან პასუხად მივიღე რომ მზად არ იყო. ახლა მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის საჩემპიონო ბრძოლა მინდა დავაზღვიო, შემდეგ კი იმედია ტიტულისთვის ჩხუბის შანსიც მომეცემა.

ცნობისათვის, პეტერ იანს გუშინ მოპოვებული გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მიულოცა, რაზეც რუსი მებრძოლისგან მადლობა მიიღო და ორივე მათგანმა დაიტოვა იმის იმედი, რომ უახლოეს მომავალში მათი დაპირისპირება კიდევ ერთხელ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უმარის მთავარი შეცდომა ეს იყო...“ - მენდესმა უმარი VS მერაბი გაიხსენა
„უმარის მთავარი შეცდომა ეს იყო...“ - მენდესმა უმარი VS მერაბი გაიხსენა