„ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლაა, სხვა არაფერი“ - მახაჩევი თოფურიას ლიდერობაზე
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გუშინ გამართულ ღონისძიებას UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ესწრებოდა, რომელიც ადგილზე თავისი დაღესტნელი მეგობრების, მუსლიმ სალიხოვისა და საიდ ნურმაგომედოვის საგულშემატკივროდ იყო ჩასული. ბოლო პერიოდში დივიზიონის საჩემპიონო ქამარის გარდა, მახაჩევს ილია თოფურიასთვის P4P-ის ლიდერობის დათმობაც მოუწია, რასთან დაკავშირებითაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლაა, რომელიც UFC-ის ხელმძღვანელებმა ჩვენი ბრძოლის შესამზადებლად და დუღილის ტემპერატურის ასაწევად გააკეთეს. ხალხს უკვე დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს მახაჩევისა და თოფურიას დაპირისპირებაზე, რაც იმის დასტურია, რომ დენა უაითი ყველაფერს სწორად აკეთებს. ერთ რამეს დანამდვილებით ვიტყვი - რეიტინგის პირველი ადგილის დასაბრუნებლად ბოლომდე ვიბრძოლებ“.
ცნობისათვის, ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებას დიდი ხანია ითხოვს და სულ ბოლოს ქართველმა „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ მზადაა ქვესაშუალო წონაშიც ავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ისლამი ჯეკ დელა მადალენას მოუგებს.