ლევან ჩოხელი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი UFC-ში | ჩოხელმა დებიუტი დააანონსა

MMA-ს ქართველი მებრძოლის, ლევან ჩოხელის თქმით, მალე UFC-ში მისი დებიუტი შედგება. ლევანმა Instagram-ში დაწერა: „დიდი სიახლე ჩემი გულშემატკივრებისთვის ! UFC-ის ვესაუბრე, მალე დებიუტი მექნება. მზად ვარ, აქტიურ კემპში ჩართული ვარ და მოკლე დროში ბრძოლის ჩანიშვნას ველოდები !’’

ლევანმა გასულ ზამთარში დაადასტურა, რომ UFC-სთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. თებერვალში Instagram-ში დაწერა: „მოგესალმებით! დავბრუნდი და მზად ვარ გავაგრძელო ჩემი საქმე, ოფიციალურად დავასრულე ბელატორთან თანამშრომლობა, ახლა მიმდინარეობს UFC-სთან მოლაპარაკება, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩემით და მხოლოდ გამარჯვების სერია გვაშორებს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებამდე. ჩემი შემდეგი ბრძოლა გერმანიაში ჩაინიშნა, ქალაქ კასელში, 24 მაისს, PFC-ის ტიტულისთვის. ბრძოლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მთლიანად ფოკუსირებული ვარ ღირსეულ გამარჯვებაზე! შევხვდებით გერმანიაში!''

ლევან ჩოხელმა, რომელიც ქვესაშუალო წონაში გამოდის, კარიერაში 17 ბრძოლა გამართა, მის აქტივში 14 გამარჯვებაა, სამ შეხვედრაში დამარცხდა. ბოლო ბრძოლა 24 მაისს ორგანიზაცია PVC-ში ალეშანდრე გონსალვეშთან გამართა და მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

ქვესაშუალო წონაში UFC-ში ამ ეტაპზე ქართველი მებრძოლი არ გვყავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი ბრუნდება | მანქანა საჩემპიონო ქამარს ოქტომბერში დაიცავს
დვალიშვილი ბრუნდება | მანქანა საჩემპიონო ქამარს ოქტომბერში დაიცავს