„უმარის მთავარი შეცდომა ეს იყო...“ - მენდესმა უმარი VS მერაბი გაიხსენა
უმარ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა მისი და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ჩხუბი გაიხსენა და რუსი მებრძოლის მთავარი შეცდომა დაასახელა.
მენდესის თქმით, უმარს რომ ხელის მოტეხილობის შესახებ მისთვის ეცნობებინა, საბრძოლო გეგმა სრულად შეიცვლებოდა.
რა თქვა მენდესმა:
„მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან მე და ხაბიბს ხელის მოტეხილობის შესახებ არ გვითხრა. საბრძოლო გეგმას სრულად შევცვლიდით. ამაზე ხშირად ვფიქრობ - რატომ წავიდა მაშინ უმარი თეიქდაუნზე? მერაბი ხომ ძალიან ძლიერია! რატომ სცადა თეიქდაუნის გაკეთება, როცა ხელი ჰქონდა მოტეხილი?“
ცნობისთვის, 18 იანვარს სატიტულო ბრძოლაში დვალიშვილთან მარცხის შემდეგ უმარ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ პირველივე რაუნდში ხელი მოიტეხა. მას შემდეგ უმარს არ უჩხუბია, მერაბ დვალიშვილმა კი ივნისში შონ ომალი მეორედაც დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა, 4 ოქტომბერს კი კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება.