შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

შარა ბულეტი: თუფაქი ცოცხალი რომ იყოს, ჩემი მაყურებელი იქნებოდა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა ილაპარაკა, თუ რატომ გადის ოქტაგონზე თუფაქის სიმღერის ფონზე.

დაღესტნელი მებრძოლი ცნობილი ამერიკელი რეპერის სიმღერის - Troublesome ’96-ის რემიქსს იყენებს.

„ვფიქრობ, თუფაქი ცოცხალი რომ იყოს, ჩემი მაყურებელი იქნებოდა და ჩემი გამოსვლა მოეწონებოდა. როგორც ვიცით, ის საბრძოლო ხელოვნების ფანი იყო და მკვლელობამდე მაიკ ტაისონის ჩხუბსაც ესწრებოდა. არასდროს მიფიქრია, ეს ტრეკი რაზეა. სიტყვებს არ ჩავძიებივარ, უბრალოდ მგონია, რომ ეს ტრეკი შემეფერება და მოტივაციას მაძლევს“, - თქვა „შარა ბულეტმა“.

შეგახსენებთ, რომ მაგომედოვმა ბოლო ჩხუბი თებერვალში გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით, მაიკლ პეიჯთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დელა მადალენა თუ თოფურია?“ | რა თქვა ხაბიბმა ილიაზე
„დელა მადალენა თუ თოფურია?“ | რა თქვა ხაბიბმა ილიაზე