პოლ პოგბა, მარკუს რაშფორდი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„ამორიმი ბევრჯერ ინანებს“ - პოგბა რაშფორდის წასვლაზე

მარკუს რაშფორდის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ბარსელონაში“ იჯარით გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია და უახლოეს დღეებში ინგლისელი ფორვარდის ტრანსფერის შესახებ „ბლაუგრანას“ ოფიციალური ვებ-გვერდი გამოაცხადებს. ფაქტია, რომ რაშფორდზე „იუნაიტედის“ ქომაგები თავის დროზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და იყო სეზონები, როდესაც ის მართლაც მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.

თუმცა, საბოლოო ჯამში „ალისფერ ეშმაკებში“ მისი კარიერა არ შედგა. ყოველივე ამის მიუხედავად, „მანიუს“ ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა თვლის, რომ „იუნაიტედის“ პორტუგალიელი დამრიგებელი რუბენ ამორიმი მარკუსის გაშვებას ბევრჯერ ინანებს.

პოლ პოგბა

რაშფორდის ნებისმიერი გუნდიდან გაშვება სრული სიგიჟეა, თუმცა მარკუსი „ბარსელონაში“ ბედნიერი იქნება და მან სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან ის „მანჩესტერში“ საბოლოოდ ჩამოწერეს. „მანკუნიანელებმა“ რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატეს და ამორიმი კლუბის რეორგანიზაციას გეგმავს, მაგრამ თუ მისმა სვლებმა არ გაამართლა, თანამდებობის დატოვება მაშინვე მოუწევს. არ მინდა ცუდი ვუსურვო, მაგრამ რუბენი რაშფორდის გაშვებას ძალიან ბევრჯერ ინანებს“.

27 წლის მარკუს რაშფორდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ასტონ ვილაში“ გაატარა, კატალონიურ გრანდს კი უახლოეს დღეებში შეუერთდება და ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგაც „ბარსას“ „მანიუდან“ მისი ტრანსფერის სრულად გამოსყიდვა შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იამალთან ერთად თამაში? იმედია, ეს მოხდება“ - მარკუს რაშფორდი
„იამალთან ერთად თამაში? იმედია, ეს მოხდება“ - მარკუს რაშფორდი