რაშფორდი ბარსელონაშია - მარკუსი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის
მარკუს რაშფორდი ესპანეთში ჩავიდა, რათა „ბარსელონაში“ ტრანსფერი დაასრულოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინგლისელი თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, ხოლო მისი ოფიციალური წარდგენა ხვალ მოხდება.
მანამდე მედიაში დაიწერა, „ბლაუგრანამ“ მარკუსი იჯარის წესით დაიმატა და ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.
შეგახსენებთ, რომ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ნიკო უილიამსი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ახალგაზრდა შემტევმა „ბილბაოში“ დარჩენა ამჯობინა, „ბლაუგრანა“ ლუის დიასზე გადაერთო.
აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში „მანჩესტერმა“ რაშფორდი „ასტონ ვილაში“ გაანათხოვრა, სადაც ინგლისელმა გარემარბმა 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გაიფორმა.