„მისთვის ადგილი ვერ გამოვძებნე“ - შაკილ ონილის ტოპ-ხუთეული
თითქმის ყველა წამყვან ამერიკულ სპორტულ გამოცემაში, რომლებიც ძირითადად კალათბურთთან დაკავშირებული სიახლეების გაშუქებით არიან დაკავებულნი, არსებობს სპეციალური რუბრიკა, სადაც ცნობილ კალათბურთელებს NBA-ს მოთამაშეებისგან საუკეთესო ხუთეულის შერჩევას სთხოვენ. ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე და რუბრიკის სტუმარი ლეგენდარული შაკილ ონილი გახლდათ, რომელმაც თავისი ვერსიით საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
შაკილ ონილი
უპირველეს ყოვლისა ჩემს გუნდში სტეფ კარი დამჭირდებოდა და ასევე შეი გილჯეს-ალექსანდერი, რომელიც გასული სეზონის MVP გახდა. ძალიან მომწონს ჯეილენ უილიამსი. კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ნიკოლა იოკიჩი და ასევე აუცილებლად დამჭირდებოდა იანის ანტენტოკუმპო. ვიცი, ყველა დაიწყებს საუბარს, რატომ დამავიწყდა ჯეიმსი. ყველამ კარგად იცის, თუ როგორ მიყვარს ლებრონი, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია და თქვენ შეგიძლიათ თქვენს გუნდში შეიყვანოთ.
ცნობისათვის, შაკილ ონილი NBA-ს ჩემპიონი 3-ჯერ „ლეიკერსის“, ერთხელ კი „მაიამის“ შემადგენლობაში ყოფნისას გახდა. ოთხი საჩემპიონო სეზონიდან სამ შემთხვევაში კი ის ფინალური სერიის MVP გახდა.