„ეს ოცნება ჩვიდმეტი წლის წინ ამისრულდა“ - იოკიჩის ჰობი
ნიკოლა იოკიჩის ფენომენალური საკალათბურთო შესაძლებლობების შესახებ სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებმა ყველაფერი კარგად იციან. თუმცა, როგორია პარკეტს მიღმა და რა არის მისი ჰობი, ამის თაობაზე 30 წლის სერბი ცენტრი ჟურნალისტებთან იშვიათად საუბრობს და აქედან გამომდინარე, ყველა ძალიან დააინტერესა მისმა ინტერვიუმ, რომელიც „დენვერ ნაგეტსის“ ლიდერმა ჩინური ტურნეს დროს, ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტს მისცა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩემი ოჯახის წევრებს ადრე ცხენების დანახვა და გაგონება არ სურდათ. თუმცა, ერთხელაც იპოდრომზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი და მაშინვე მოვიხიბლე. მშობლებს ვთხოვე ჩემთვის ერთი ცხენი ეყიდათ და სურვილი ამისრულეს. ეს ყველაფერი 17 წლის წინ მოხდა და როდესაც კალათბურთის თამაში სერიოზულად დავიწყე, მათი მოვლის დრო აღარ მრჩებოდა. დღემდე მამა ზრუნავს მათზე, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. ახლა უკვე 40-45 ცხენი მყავს და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება“.
ცნობისათვის, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნიკოლა იოკიჩი სერბეთის ნაკრებს მოახლოებულ კონტინენტის პირველობაზე დაეხმარება, სადაც ის და მისი თანაგუნდელები ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან, ჩეხეთთან, ესტონეთთან, პორტუგალიასთან და ლატვიასთან ითამაშებენ.