უსიკი: “ეს გამარჯვება უკრაინელი ხალხისთვისაა“
როგორც მოგეხსენებათ, ოლექსანდრ უსიკმა დანიელ დუბუა დაამარცხა და მსოფლიოს აბსულუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, უკრაინელმა კომენტარი გააკეთა.
უსიკი:
„გახსოვდეთ 38 წლის ბიჭი!! მადლობა ღმერთს, ჩემს გუნდს და უემბლის!! ეს გამარჯვება უკრაინელი ხალხისთვისაა. 38 წლის ვარ და დამიჯერეთ ეს მხოლოდ დასაწყისია. არ ვიცი მომავალში რა მოხდება, ახლა მხოლოდ დასვენება მსურს. შემდეგი მეტოქე? შესაძლოა ტაისონ ფიური იყოს..“
ცნობისთვის, უსიკმა მე-13 სატიტულო ბრძოლა მოიგო და ის 21-ე საუკუნეში ერთადერთი დაუმარცხებელი მებრძოლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინელმა ამ გამარჯვებით 132 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო დუბუამ დაახლოებით 65.