გიორგი სპანდერაშვილი
Aa
Aa

დუპონის და აფრასიძის რეკორდი გაიმეორა - სპანდერაშვილის საოცარი გარღვევა

მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატებზე არაერთი ნიჭიერი მორაგბე გამოჩენილა, რომელთაც შემდგომ დიდი რაგბი უთამაშია. ჩვენი ქვეყნის წლევანდელი ფორმაციის ნაკრებში ამ მხრივ ბევრი გამორჩეული მოთამაშეა, ერთ-ერთი მათგანი გიორგი სპანდერაშვილი კი თავისი არაჩვეულებრივი გარღვევის წყალობით, ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

ესპანელებთან მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ 31-ქულიანი სხვაობით, 43:12 მოიგეს, სპანდერაშვილმა ერთ-ერთი დრიბლინგის დროს, 11 ოპონენტი ჩამოიცილა გზიდან, რაც ტურნირის ისტორიაში 9 ნომრებს შორის მხოლოდ ორ მორაგბეს, ანტუან დუპონსა და გელა აფრასიძეს ჰქონდათ შესრულებული.

გიორგი სპანდერაშვილმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრაში ითამაშა და ირლანდიელებთან და იტალიელებთან მატჩებში ლელო დადო. მეცხრე ადგილისთვის მატჩში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ შოტლანდიელებს შეხვდებიან და თამაში შაბათს, 19 ივლისს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვიდი ლელო ესპანელებთან - უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი გამარჯვება
შვიდი ლელო ესპანელებთან - უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი გამარჯვება