ვეფხვები პირველი ლიგის ჩემპიონია - პატარძეული ელიტაში დაბრუნდა
Aa
Aa

ვეფხვები პირველი ლიგის ჩემპიონია - პატარძეული ელიტაში დაბრუნდა

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ „ვეფხვები“ საქართველოს სარაგბო ელიტას დაუბრუნდა. პატარძეულის კლუბმა პირველი ლიგის ფინალში თბილისის „ლოკომოტივს“ დრამატულ ბრძოლაში 27:21 მოუგო და მომდევნო სეზონიდან დიდ 10-ში იასპარეზებს.

მეორე ნახევრის დასაწყისში, როდესაც „ლოკომოტივი“ 14-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, ბევრს მატჩის ბედი გადაწყვეტილი ეგონა, თუმცა პატარძეულელებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და სრულიად სამართლიანად გაიმარჯვეს. „ვეფხვების“ რიგებში თითო ლელო ანტონ ცილიკურმა, ირაკლი ხიდეშელმა და რამაზ მაზმიშვილმა დადეს. ლაშა გურგენიძემ კი, თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან და საკვანძო ეპიზოდებში საოცარი სიზუსტე გამოიჩინა და 3 გარდასახვა და 2 საჯარიმო ზუსტად დაარტყა. 

ცნობისათვის, პატარძეულელებმა ქართული რაგბის ისტორია ერთხელ უკვე დაწერეს და 2018 წელს გახდნენ სოფლის პირველი კლუბი, რომელმაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, თბილისელებს დიდ 10-ში დაწინაურების კიდევ ერთი შანსი „გორთან“ ორმატჩიან დუელში ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მათიაშვილი: „მხოლოდ კლასის ხარჯზე ვიგებდით და ფინალამდე ძალიან ვნერვიულობდი“
მათიაშვილი: „მხოლოდ კლასის ხარჯზე ვიგებდით და ფინალამდე ძალიან ვნერვიულობდი“