მიხეილ შიოშვილი
Aa
Aa

“ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავია“ - NextGenXV შიოშვილზე

იტალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე 20-წლამდე მორაგბეთა შორის, საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთი იოლად დაამარცხა – 43:15.

გამოცემა NextGenXV-მა ჯგუფური ეტაპის მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ნახევარფინალური რაუნდის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობიდან გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, მიხეილ შიოშვილი შეიყვანა

NextGenXV:

„შიოშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩში სამი ლელო მიითვალა, თუმცა, მისი თამაში მხოლოდ ამიტომ არ გამოგვირჩევია. ის დომინირებდა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

შიოშვილი ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავია. დარწმუნებულნი ვართ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც მიიწვევენ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე მეცხრე ადგილის დასაკავებლად გადამწყვეტ მატჩს 19 ივლისს, 22:30 საათზე შოტლანდიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამხრეთ აფრიკა VS საქართველო | ერასმუსმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა
სამხრეთ აფრიკა VS საქართველო | ერასმუსმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა