ჩელენჯ თასი - შავი ლომის თამაშების განრიგი ცნობილია
ჩელენჯ თასის ახალი სეზონი სტარტს დეკემბერში აიღებს, რომელშიც მონაწილეობას „შავი ლომიც“ მიიღებს.
ქართული გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ოსფრიზი“ (უელსი), „ქონაჰი“ (ირლანდია), „ძებრე პარმა“ (იტალია), „მონპელიე“ (საფრანგეთი) და „მონტობანი“ (საფრანგეთი) იქნებიან.
ცნობილი გახდა ტურნირის კალენდარი, რომლის მიხედვითაც „შავი ლომი“ ორ თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, ორს კი სტუმრად გამართავს.
„შავი ლომის“ თამაშების განრიგი:
6 დეკემბერი, 2025, თბილისი | „შავი ლომი“ – „მონპელიე“;
13 დეკემბერი, 2025, გოლუეი, ირლანდია | „ქონაჰი“ – „შავი ლომი“;
10 იანვარი, 2026 მონტობანი, საფრანგეთი | „მონტობანი“ – „შავი ლომი“;
17 იანვარი, 2026, თბილისი | „შავი ლომი“ – „ძებრე პარმა“.
„შავი ლომი“ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. გასულ ორ სეზონში ქართულმა გუნდმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა – 2023 წელს უელსში „სკარლეტსი“ 23:7 დაამარცხა, 2024 წელს კი თბილისში ფრანგულ „ვანს“ 22:19 სძლია.
წყარო - 1TV სპორტი