ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

ნიკა ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩზე იმუშავებს

საქართველოში, ნომერ პირველი რაგბის მსაჯი და მსოფლიოში ერთ-ერთი გამოჩენილი რეფერი, ნიკა ამაშუკელი 4 ერის ორ თამაშზე იმუშავებს.

ქართველი სპეციალისტი 6 სექტემბერს, ოკლენდში ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებას გაუძღვება, 13 სექტემბერს კი ველინგტონში, კვლავ ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის თამაშზე იმუშავებს.

პირველ მატჩში, ამაშუკელი ფლანგის მსაჯი იქნება, 13 სექტემბერს კი შეხვედრას მთავარი მსაჯის რანგში გაუძღვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები