ვინისიუს ჟუნიორი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

უკმაყოფილება ვერ დამალა - ვინისიუსის პროტესტი ალონსოს

ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალში“ სიტუაციის დასალაგებლად და საკუთარი ტაქტიკური იდეების გასატარებლად რომ გვარიანი ძალისხმევა დასჭირდება, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თითოეულ ფეხბურთელს პრემიის სახით მილიონი ევროს გადახდას დაჰპირდა, მათ მიზანს ვერ მიაღწიეს და ტურნირს ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ.

„პარი სენ-ჟერმენთან“ (0:4) წაგებული მატჩის შემდეგ, როგორც ირკვევა „ბლანკოსის“ გასახდელში დიდი აურზაური ყოფილა, რისი ინიციატორიც პირველ რიგში ვინისიუს ჟუნიორი იყო. ბრაზილიელი ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩა ალონსოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დროის გარკვეული მონაკვეთი ბრაზილიელი მარცხენა ფლანგის ნაცვლად, მარჯვნივ ათამაშა და ვინი თვლის, რომ საკუთარი შესაძლებლობები მეტწილად ამის გამო ვერ გამოავლინა.

ცნობისათვის, ვინისიუს ჟუნიორმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამართულ 6 შეხვედრაში თავი მხოლოდ ერთი გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რაშფორდის უარი არაბებს - ინგლისელი ბარსაზე ოცნებობს
რაშფორდის უარი არაბებს - ინგლისელი ბარსაზე ოცნებობს