ბარსელონა, ნიუკასლი, ედი ჰაუ
Aa
Aa

ედი ჰაუ: “სირცხვილია, რომ იამალი ვერ ითამაშებს“

ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში ბარსელონა ნიუკასლს ესტუმრება. მატჩის წინ, კაჭკაჭების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ედი ჰაუ:

„ვფიქრობ ეს ისტორიული მატჩია. როდესაც წილისყრა ვნახე, აღფრთოვანებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ ბარსელონას დავუპირისპირდებოდით. ძალიან აღელვებული ვარ. ჩვენს ტაქტიკაზე ვარ ორიენტირებული. ჩემპიონთა ლიგის მატჩს ყველაფერი განსხვავებული აქვს. ნიუკასლის თვისებების მჯერა.

სირცხვილია, რომ იამალს თამაში არ შეუძლია. იმედი გამიცრუვდა, რადგან ასეთ დიდებულ მოთამაშეს ვერ ვიხილავთ. ბარსელონას ფლანგებზე ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს და ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ.

გაუმჯობესება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ვფიქრობ დროის სვლასთან ერთად ეს გამოგვდის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი თავდაჯერება მოვიპოვეთ. ჩვენს მოწინააღმდეგეს შესანიშნავი თამაშის სტილი აქვს.“

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა ესპანეთის ნაკრებში ტრავმა მიიღო, რის გამოც ვალენსიასთან მატჩი გამოტოვა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლა ლიგის მორიგ ტურში მისი ხეტაფესთან თამაშიც. ცნობისთვის, ნიუკასლისა და ბარსელონას დაპირისპირება 18 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო“ - დე ძერბი მბაპეს პენალტზე
„სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო“ - დე ძერბი მბაპეს პენალტზე