ESPY-ს ჯილდო - დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი გახდა
მერაბ დვალიშვილის ისტორია გრძელდება. „მანქანა“ 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ESPY მას ESPN-მა გადასცა, რომელიც ყოველი წლის ივლისში გაიცემა.
გამარჯვებულის გამოვლინებაში მონაწილეობა გულშემატკივრებმა და ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ დვალიშვილს კონკურენციას ისლამ მახაჩევი, დრიკუს დუ პლესი და კაილა ჰარისონი უწევდნენ.
ცნობისთვის, აღნიშნული ჯილდოს საანგარიშო პერიოდი 2024 წლის 1 ივლისს იწყება და 2025 წლის 20 ივნისს სრულდება. მერაბმა კი ამ პერიოდში სამი სატიტულო ბრძოლა მოიგო.
2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის აჯობა, შემდეგ უმარ ნურმაგომედოვს და სულ ცოტა ხნის წინ კვლავ ო’მალის. ცნობისთვის, გასულ წელს ESPY-ს ჯილდო შონ ო’მალის ერგო.
???? Breaking News ????@MerabDvalishvil is the @ESPYS winner for 2025 Fighter Of The Year! pic.twitter.com/zkbGwKYDMV
— UFC (@ufc) July 13, 2025