არჩილ ბერიძე
Aa
Aa

ბერიძე თანახმაა კლუბი შემდგომ ინვესტორს გადასცეს | პირატების განცხადება

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს'' ქომაგთა გუნდმა „შავი ზღვის პირატებმა'' კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ბათუმის „დინამოს'' პრეზიდენტი და მფლობელი არჩილ ბერიძე თანახმაა დავალიანების დაფარვის შემთხვევაში გუნდი შემდგომ ინვესტორს გადასცეს.

„მოგესალმებით! დღეს, 20:00 საათზე ვიკრიბებით სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე "დინამოს'' გადასარჩენად! როგორც უკვე გითხარით, გუნდში ფინანსური დავალიანებაა - 1 420 000$, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს ევროტურნირებზე 1-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამასთან სატრანსფერო აქტივობის შეზღუდვა და მისგან მომდინარე ნეგატიური შედეგები.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა კლუბის პრეზიდენტთან და მივიღეთ პასუხები, რომ იგი თანახმაა გუნდი გადასცეს შემდგომ ინვესტორს დავალიანების დაფარვის შემთხვევაში. ამასთან გუშინ გვქონდა ბათუმელ გულშემატკივრებთან შეხვედრა, გავიარეთ კლუბში მიმდინარე მოვლენები.

აღნიშნული საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით წარჩინებულ ბიზნესმენებს. ჩვენი სახელით გვინდა მოგიწოდოთ, გვერდით დაგვიდგეთ ქომაგებსა და კლუბს. ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ ამ აქციებიდან თქვენ მიიღებთ დივიდენდებს.

დღეს როდესაც ინფორმაცია საჯაროა, ვისაც „დინამოს'' ბედი განაღვლებთ, გამოდით 20:00 საათზე სტადიონთან!''

მსგავსი სიახლეები