დინამო ბათუმი
Aa
Aa

დინამო ბათუმი: „გუნდს დაქვეითება ან ქულების დაკლება არ ემუქრება“

ინფორმაცია, თითქოს ბათუმის „დინამოს“ ემუქრება რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ან ეროვნულ ლიგაში 6 ქულის დაკლება - არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ვადასტურებთ, რომ კლუბს აქვს ფინანსური კრიზისი. ბოლო დროს შევძელით არაერთი ვალდებულების გასტუმრება. გამომდინარე აქედან, დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბს ემუქრება რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ან ეროვნულ ლიგაში 6 ქულის დაკლება - არ შეესაბამება სიმართლეს.

კლუბში შეუფერხებლად გრძელდება სავარჯიშო პროცესი და მზადება მომდევნო მატჩებისთვის. მიმდინარე პერიოდში გუნდის წინაშე არსებული გარკვეული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ევროტურნირებზე მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მოცემული გვაქვს გარკვეული ვადა.

ჩვენი კლუბი სხვა ევროპული კლუბების მსგავსად გადის უეფას ფინანსურ მონიტორინგს. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მოთხოვნების მოცემულ ვადებში სრულად შესასრულებლად მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა. დინამო ბათუმი ნებისმიერ საკითხზე იღებს ვალდებულებას გულშემატკივარი ჩააყენოს საქმის კურსში“.

შეგახსენებთ, რომ დღეს განცხადება გაავრცელა ოფიციალურმა ფანკლუბმა. „პირატების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის „დინამოს“ ქულების დაკლება და მე-4 ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მნიშვნელოვანი 3 ქულა - ბათუმმა თელავს სტუმრად მოუგო
მნიშვნელოვანი 3 ქულა - ბათუმმა თელავს სტუმრად მოუგო