ქართველის ნაცვლად ნიშნავენ - ლიოვი უზბეკეთის ნაკრებში
თურქი მესხების შთამომავალმა, ქართული წარმოშობის მქონე უზბეკმა სპეციალისტმა ტიმურ კაპაძემ უზბეკეთის ფეხბურთის ისტორია დაწერა და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე გუნდის გაწვრთნა მას აღარ მიანდონ და უფრო გამოცდილი სპეციალისტი მიიწვიონ.
ერთ-ერთი უზბეკური გამოცემის ცნობით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები უკვე აწარმოებენ იოახიმ ლიოვთან მოლაპარაკებებს და უახლოეს მომავალში გერმანელ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწევენ. ლიოვის დარიგებული ბუნდესნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და 2021 წელს, ანუ მას შემდეგ რაც ეს პოსტი დატოვა, ამ დრომდე უმუშევარია.
რაც შეეხება კაპაძეს, მას ქართული მხოლოდ წარმოშობა აქვს და ეროვნებით უზბეკია - ამ ქვეყნის უპირველესი გუნდი კი იანვარში ჩაიბარა, როდესაც სრეჩკო კატანეცი შეცვალა. მისი მწვრთნელობის პერიოდში გამართული ხუთი მატჩიდან გუნდს ჯერჯერობით ერთიც არ წაუგია და მუნდიალის საგზურიც სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა.