გორდეზიანმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა | ფრე ტრაბზონთან
ფათიხ თექეს გაწვრთნილმა „ტრაბზონმა’’ თბილისის „დინამოსთან’’ 1:1 ითამაშა. ამხანაგური მატჩი „ტრაბზონის’’ სტადიონზე, „პაპარა პარკზე’’ გაიმართა. ქომაგებისთვის და მედიისთვის მატჩი დახურული იყო.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდიდან გოლი ვასილიოს გორდეზიანმა 21-ე წუთზე შეაგდო. თურქულმა კლუბმა ანგარიში პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ გორდეზიანმა ზედიზედ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, „რიზესთან’’ მოგებულ მატჩში ანგარიში გახსნა.
შეგახსენებთ, თურქულ შეკრებაზე თბილისის „დინამომ’’ პირველ ამხანაგურ მატჩში „რიზეს’’ 3:1 მოუგო. გოლები გორდეზიანის გარდა იაკობიძე და ლომთაძემ გაიტანეს.
ასევე გეტყვით, რომ „რიზესთან'' მატჩის შემდეგ „დინამოს'' ფეხბურთელებმა სუმელას სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, რომელიც ტრაბზონთან ახლოს მდებარეობს.
თურქულ შეკრებაზე ტრავმის გამო ნოდარ ლომინაძე, გიორგი გვასალია და ვაკო გვილია არ იმყოფებიან. საბა ხვადაგიანს იჯარის ვადა დაუსრულდა და „ნეთანია მაქაბიში'' დაბრუნდა.