ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე
Aa
Aa

მახაჩევი: „პორიე ჰოლოუეის დაამარცხებს“

UFC 318-ის მთავარი დაპირისპირება საბოლოო შედეგთან ერთად, სხვა რამითაც არის მნიშვნელოვანი - დასტინ პორიე შერეულ ორთაბრძოლებში უკანასკნელად იჩხუბებს და დიდი სურვილი აქვს ისტორიის ლამაზი ეტაპის დასრულება მაქს ჰოლოუეის ძლევით დააგვირგვინოს. ეს უკანასკნელი ოქტაგონში ილია თოფურიასგან დანოკაუტების შემდეგ აღარ გამოჩენილა და ბუნებრივია, „დალოცვილის“ გეგმებში შელახული პრესტიჟის აღდგენაა. ვინ იქნება ფავორიტი მომდევნო დაპირისპირებაში, ამის თაობაზე მსუბუქი წონითი დივიზიონის ახლა უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ილაპარაკა.

ისლამ მახაჩევი

ვფიქრობ დასტინი ამ შეხვედრისთვის ისეთი მომზადებული იქნება, როგორც არასდროს, რადგან მან ჩემთან საუბარშიც დაადასტურა, რომ კარიერას ასრულებს და ბუნებრივია ლამაზად წასვლა სურს. პორიეს უზომოდ ვაფასებ - ის და ალექსანდრ ვოლკანოვსკი არიან ჩემს ყოფილ მოწინააღმდეგებს შორის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს და თუ სურვილი გაუჩნდებათ, ორივე მათგანს დაღესტანში სიამოვნებით ვუმასპინძლებ.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი და დასტინ პორიე ერთმანეთს UFC 302-ზე დაუპირისპირდნენ და დაღესტნელმა მებრძოლმა ამერიკელი მეხუთე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო საჭადრაკო პარტიას ჰგავდა“ - ვოლკანოვსკიმ მახაჩევთან ბრძოლები გაიხსენა
„უფრო საჭადრაკო პარტიას ჰგავდა“ - ვოლკანოვსკიმ მახაჩევთან ბრძოლები გაიხსენა