“პსჟ ჩვენთვის დიდი გამოწვევაა“ - ალოსნო დორტმუნდის დამარცხების შემდეგ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მადრიდის რეალმა დორტმუნდი 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ალონსომ?
„თამაშს მე-80 წუთამდე ვაკონტროლებდით. ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ იყო. ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში, მაგალითად პენალტის შემთხვევაში.. კარგია, რომ ნახევარფინალში ვართ. ახლა ნახევარფინალის მოგების დროა. ვიზრდებით და ვვითარდებით. შემდეგი მეტოქე პარი სენ ჟერმენია. გუნდის ტემპით კმაყოფილი ვარ.
ჩუამენიმ ძალიან კარგად ითამაშა. პირველ 20 წუთში საკმაოდ ინტენსიურად ვუტევდით და ბურთს ვაკონტროლებდით. შემდეგ კი რაღაცები შეიცვალა. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ. ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და კონტროლი დაგვიბრუნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა. პსჟ ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა მეოთხედფინალში ბაიერნი დაამარცხა და ნახევარფინალში კვარაცხელიას გუნდი სწორედ რეალს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, მადრიდული გრანდის მხრიდან დორტმუნდის კარში გოლები გონსალო გარსიამ, ფრან გარსიამ და კილიან მბაპემ გაიტანეს.