4.4-მილიარდიანი შემოსავალი | როგორი იქნება უეფა-ს 2025/26 წლების სეზონი
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, უეფა 2025/26 წლების სეზონში, ევროტურნირების წყალობით, 4.4 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავალს მიიღებს. ეგ ზუსტად ის თანხაა, რაც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, 2024/25 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგამ, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგამ და სუპერ თასმა მოუტანა.
შემოსავლის ნაწილი ასე დაიხარჯება: ტურნირების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული ხარჯები (387 მილიონი ევრო); საკვალიფიკაციო ეტაპებზე მონაწილე კლუბები (132 მილიონი ევრო); ტურნირებზე არა მონაწილე კლუბები (308 მილიონი ევრო); ქალთა ჩემპიონთა ლიგა (22 მილიონი ევრო); ახალგაზრდული ლიგები (3 მილიონი ევრო).
დარჩენილი 3.548 მილიარდიდან 6.5 პროცენტი (231 მილიონი) ევროპული ფეხბურთისთვის დარეზერვდება და უეფა-ს დარჩება, 93.5 პროცენტის (3.317 მილიარდი) უდიდესი ნაწილი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე კლუბებზე დაიხარჯება. ჩემპიონთა ლიგა და სუპერ თასი - 2.437 მილიარდი ევრო; ევროპა ლიგა - 565 მილიონი ევრო, კონფერენს ლიგა - 285 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ოთხი ქართული კლუბი იბრძვის. „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში „მალმიოს“ ხვდება. კონფერენს ლიგაზე, „სპაერი“ ვენის „აუსტრიას“ დაუპირისპირდება, „დილა“ ლუქსემბურგულ „რასინგ უნიონს“, „ტორპედო“ – „ორდაბასს“.