ქსკ ლანჩხუთი
Aa
Aa

ქალთა ჩემპიონთა ლიგა | ლანჩხუთის მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.
„ლანჩხუთმა“, რომელიც საქართველოს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს, საკუთარი პოტენციური მეტოქეების ვინაობა გაიგო.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლანჩხუთი“ „მიტროვიცასა“ (კოსოვო) და „კლიფტონვილ ლედის“ (ჩრდ. ირლანდია) შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 3 აგვისტოს გაიმართება.

ამ მინიტურნირის გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა, სადაც

უკვე ოთხთა ტურნირს ითამაშებს. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში (27 აგვისტო) „ლანჩხუთის“ მეტოქე უკრაინული „ვორსკლა“ იქნება, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ქართული კლუბი ლიეტუვურ „გინტრასა“ და რუმინულ „ფარულს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება (30 აგვისტო).

როგორც პირველ, ისე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები გამარჯვებულ ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოავლენენ. მინიტურნირების მასპინძელი გუნდების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაძლიერება ჩემპიონთა ლიგის წინ | იბერიას ორი ახალწვეული ჰყავს
გაძლიერება ჩემპიონთა ლიგის წინ | იბერიას ორი ახალწვეული ჰყავს