მუხრან ბაგრატიონი
Aa
Aa

ბაგრატიონი ავსტრიაში? - ქართველი მცველი ყოფილ მწვრთნელთან ვარჯიშობს

ავსტრიის ბუნდესლიგის „გრაცერ აკ’’-ის მთავარ მწვრთნელს, ფერდინანდ ფელდჰოფერს 21 წლის ქართველი მცველის, მუხრან ბაგრატიონის დამატება სურს. ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Abseits-ი ავრცელებს.

1,84 მ. სიმაღლის ფეხბურთელი გრაცშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. CrystalSport-ის ცნობით, საკითხი გადაწყვეტილი არაა, მხარეები ტრანსფერზე მუშაობენ.

2024 წელს ფელდჰოფერი თბილისის „დინამოს’’ წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ბაგრატიონმა ხუთ მატჩში ითამაშა.

მუხრან ბაგრატიონი თბილისის „დინამოს'' აღზრდილია, იჯარით „თელავსა'' და ბათუმის „დინამოში'' თამაშობდა. 2025 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისური კლუბის რიგებში 9 მატჩი ჩაატარა, 3 სასტარტოდან დაიწყო, ექვს შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა, 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

ფეხბურთელს თბილისის „დინამოსთან’’ კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები