ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაანოკაუტა“ | ილიამ კონორის ინციდენტზე ისაუბრა

ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის ინციდენტს გამოეხმაურა. რამდენიმე დღის წინ, ირლანდიელი მებრძოლი იბიცაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა და უცნობ მამაკაცთან დაპირისპირება მოუვიდა.

„ელ მატადორმა“ Shak MMA-ს ინტერვიუ მისცა და სწორედ აღნიშნულზე ისაუბრა: „მაკგრეგორის ვიდეო ნახეთ? მუშტი ორჯერ მოარტყა, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაანოკაუტა. იმ ბიჭს მუშტი ორჯერ მოარტყა, მაგრამ ტიპი ისე წამოდგა, თითქოს არაფერი მომხდარა“.

მაკგრეგორის ინციდენტის ამსახველი ვიდეო The Sun-მა გაავრცელა. მასში ჩანს, რომ ირლანდიელი მებრძოლი საცეკვაო სცენაზე იმყოფებოდა და უცნობ მამაკაცს ელაპარაკებოდა. დაახლოებით 10 წამის შემდეგ, კონორმა მას მარცხენა მუშტი ორჯერ მოუქნია. The Sun-ის ინფორმაციით, კონფლიქტი მაკგრეგორს არ გამოუწვევია და კონორი ღამის კლუბიდან არ გაუგდიათ.

ცნობისთვის, „ელ მატადორს“ ოქტაგონზე ძალიან მალე ვიხილავთ. თბილისის დროით, 29 ივნისს, თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს და ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ჩხუბი დაახლოებით 08:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნომერი შეიცვალა და სახლიდან ვერ გამოდის - გარსიას ესპანიოლის ფანები ემუქრებიან
ნომერი შეიცვალა და სახლიდან ვერ გამოდის - გარსიას ესპანიოლის ფანები ემუქრებიან