ვოლფსბერგერში აღარ ითამაშებს | ალთუნაშვილი თავისუფალი აგენტი ხდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, სანდრო ალთუნაშვილს ავსტრიულ „ვოლფსბერგერთან’’ კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ.
ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვით მხარეებს თანამშრომლობის 1 წლით გახანგრძლივება შეეძლოთ, მაგრამ ეს პუნქტი არ ამოქმედდება.
28 წლის ფეხბურთელმა ავსტრიულ კლუბში ორი სეზონი გაატარა, პირველ სეზონში სტაბილურად თამაშობდა, თუმცა მეორე სეზონში რეგულარულად არ ათამაშებდნენ, ხშირად სკამზე იჯდა, თუმცა კარგი მატჩებიც ჰქონდა, მაგალითად „კლაგენფიურტთან’’, როცა საოცარი გოლი გაიტანა, ეს გოლი კლუბის ქომაგების მეხსიერებაში დარჩება.
სანდროსთვის „ვოლფსბერგერი'' პირველი უცხოური კლუბი იყო, მანამდე „საბურთალოსა'' (ამჟამინდელი „იბერია 1999'') და ბათუმის „დინამოში'' თამაშობდა.