ლუის ენრიკე როტაციას მიმართავს | პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დღეს ასრულებს. ლუის ენრიკეს გუნდი მესამე ტურში „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, პლეიოფის საგზურს მოიპოვებს.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი ძირითადი შემადგენლობის შეცვლას აპირებს. ენრიკე გეგმავს, როტაციას მიმართოს და სასტარტო თერთმეტეულის ოთხი წევრი დაასვენოს.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა L’Equipe-ის მიხედვი: ჯანლუიჯი დონარუმა, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, მარკინიოსი, ვარენ ზაირ-ემერი, ლი კანგ-ინი, ჟოაუ ნევეში, ფაბიან რუისი, ბრედლი ბარკოლა, გონსალუ რამუში, დეზირე დუე.
ფრანგული გამოცემა ვარაუდობს, რომ ვიტინია, კვარაცხელია, ჰაკიმი და პაჩო სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან და ვნახოთ, მისი პროგნოზი გამართლდება თუ არა. როგორც მოგეხსენებათ, „სიეტლთან“ მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-დან დაიწყება.