ისკო
Aa
Aa

დანაკლისი მეტოქის ბანაკში - ესპანეთს საქართველოსთან ისკო ვერ დაეხმარება

ისკო ალარკონმა კარიერის ბოლოს, 34 წლის ასაკში „ბეტისის“ სახით იპოვა ის კლუბი, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ავლენს და ზუსტად იმ ხარისხის ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენს, რასაც მისგან ყველა ელოდა. თუმცა, ტრავმებისადმი მიდრეკილ მოთამაშედ ისევ რჩება და ამჯერადაც მსგავსი უიღბლობა შეემთხვა - „მალაგასთან“ (1:3) ამხანაგურ შეხვედრაში მან მარცხენა ფეხში სერიოზული დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა და ყავარჯნების გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებს.

როგორც დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ძველი დაზიანების რეციდივთან, რის გამოც ისკომ ორი ოპერაცია გაიკეთა და სპეციალური ფირფიტა ჩაიდგა, საქმე არ გვაქვს. თუმცა, კონსერვატორული მეთოდით მკურნალობა მაინც დასჭირდება და როგორც მინიმუმ სამი თვე დაბრუნებას ვერ შეძლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალარკონს ლა ლიგის 11 ტურისა და ევროპა ლიგის 4 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ცნობისათვის, ლუის დე ლა ფუენტემ ბოლო მატჩებში ვეტერანი ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა და შესაბამისად, გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ის „ფურია როხასაც“ ვერ დაეხმარება და დანარჩენ ოთხ შეხვედრასთან ერთად, 11 ოქტომბერსა და 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრებთან გასამართ თამაშებსაც გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე მეტად კვარაზე უარის თქმას ვნანობ“ – ინტერის დირექტორის აღიარება
„ყველაზე მეტად კვარაზე უარის თქმას ვნანობ“ – ინტერის დირექტორის აღიარება