კონფერენს ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ისკო გახდა
კონფერენს ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „ბეტისის“ ნახევარმცველი, ისკო გახდა. ინფორმაციას უეფას პრესსამსახური ავრცელებს.
33 წლის ესპანელმა ტურნირზე 9 მატჩი ჩატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის ფინალში „ბეტისი“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდა. არისტოკრატებმა მოწინააღმდეგე 4:1 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.
ენცო მარესკას გუნდი გახდა პირველი კლუბი, რომელსაც სამივე მთავარი ევროპული ტიტული აქვს მოგებული. იგულისხმება ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენს ლიგა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს