ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეს აქტიურობას გოლი მოჰყვა - შტურმი რაპიდთან დამარცხდა

„შტურმისთვის“ წლევანდელი სეზონი შთამბეჭდავად ვერ დაიწყო, რადგან ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულმა პირველი მარცხი ჩემპიონატის მეორე ტურშივე იწვნია. ოთარ კიტეიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ სტადიონზე ვენის „რაპიდთან“ 1:2 წააგეს, რაც ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი შედეგი გახლდათ.

ანგარიში 58-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის დარტყმის შედეგად გაიხსნა - თავდაპირველად გოლი ქართველ ნახევარმცველს ჩაუთვალეს, თუმცა როგორც შემდგომში გამოჩნდა გზად ბურთი ჟან მარსელინს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და შესაბამისად, ამ უკანასკნელის ავტოგოლად გაფორმდა.

გრაცის კლუბისთვის კრიზისული მონაკვეთი 67-ედან 70-ე წუთამდე დადგა, როდესაც ჯერ პეტერ დალმა წონასწორობა, აღადგინა, ხოლო შემდეგ კლოდი მ’ბუილმა გამარჯვების ბურთი გაიტანა.

კიტეიშვილმა შეუცვლელად იასპარეზა და ათბალიანი სისტემით 6.8 მეათედი შეფასება მიიღო. ოთარი ბურთს 71-ჯერ შეეხო და პასები 73-პროცენტიანი (49-დან 36 ზუსტი გადაცემა) სიზუსტით გაანაწილა, 2 საკვანძო პასი გააკეთა და მისი დრიბლინგის 4 მცდელობიდან 3 წარმატებული აღმოჩნდა.

ორ ტურში დაგროვებული 3 ქულით ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ავსტრიის ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო ტურში ოთარ კიტიშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „რიდს“ შეხვდებიან და მატჩი 16 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შტურმში ბოლომდე დარჩება“ - კვირკველია კიტეიშვილის წასვლას არ ვარაუდობს
„შტურმში ბოლომდე დარჩება“ - კვირკველია კიტეიშვილის წასვლას არ ვარაუდობს