სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - დილა იბერიას მიუახლოვდა
Aa
Aa

სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - დილა იბერიას მიუახლოვდა

XX ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში საჩემპიონო ორთაბრძოლა უკიდურესად დაიძაბა. ლიდერ „იბერიას“ „ტორპედოსთან“ (0:0) საშინაო მატჩში ქულების დაკარგვით, „დილამ“ კარგად ისარგებლა, სტუმრად „გაგრას“ 1:0 მოუგო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გორის გუნდის შემადგენლობაში გამარჯვების გოლი 76-ე წუთზე 25 წლის ფრანგმა მცველმა ჟან-მარკ ტიბუემ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი შოთა შეყილაძემ მიაწოდა.

„დინამო თბილისმა“ საშინაო მატჩი „დინამო არენის“ ნაცვლად „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩაატარა და წყალტუბოს „სამგურალთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა. 63-ე წუთზე სტუმრები ბრაზილიელმა ლეგიონერმა ველისოლმა დააწინაურა, რომელმაც ბურთი ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა. თუმცა, ზუსტად ცხრა წუთში თორნიკე მორჩილაძემ ცვლილებაზე შესვლიდან ოთხ წუთში წონასწორობა აღადგინა, რომელსაც საგოლე პასი მეკარე გიორგი ლორიამ მიაწოდა.

ოცი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 45 ქულით „იბერია“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ გორის „დილას“ მხოლოდ ქულით უსწრებს. მომდევნო, XX ტური ხვალ „გარეჯი“ – „დინამო ბათუმის“ მატჩით დასრულდება, ხოლო XXI ტური 16-18 აგვისტოს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თენგიზ სულაქველიძე: „ასეთ ლეგიონერებს აკადემიის ფეხბურთელები დღესვე აჯობებენ“
თენგიზ სულაქველიძე: „ასეთ ლეგიონერებს აკადემიის ფეხბურთელები დღესვე აჯობებენ“