ფლორიან ვირცი
Aa
Aa

ვირცი საუკეთესოდ აღიარეს - კიკერის გამოკითხვა დასრულდა

გერმანიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ფლორიან ვირცი აღიარეს. გამოკითხვა ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს შორის ჩაატარა და ახლა უკვე გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა კონკურენტებს საკმაოდ სოლიდური უპირატესობით აჯობა.

ვირცმა გამოკითხვაში 191 ხმა მიიღო და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ „ბაიერნისა“ და „შტუტგარტის“ ფეხბურთელებს, მაიკლ ოლისესა (81) და ნიკ ვოლტემადეს (71) შესაბამისად 110 და და 120 ხმით გაუსწრო. პრიზის მისაღებად ფლორიანი სამშობლოში მოგვიანებით ჩავა, რადგან ამჟამად ამის გაკეთება გადატვირთული გრაფიკისა და იმის გამო ვერ მოახერხა, რომ „ლივერპულთან“ ერთად „კრისტალ პალასთან“ ინგლისის სუპერ თასის მატჩისთვის ემზადებოდა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გერმანელი ფეხბურთელი „ლივერპულის“ წევრი მიმდინარე ზაფხულს გახდა, იქამდე კი „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 45 შეხვედრაში თავი 16 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები