ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ცოტათი გადაღლილი ჩანდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშზე

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, პსჟ სიეტლ სანდერსს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო 64-ე წუთამდე ითამაშა. 35-ე წუთზე პარიზული გუნდი ქართველმა შემტევმა დააწინაურა და ამის გარდა, კიდევ რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ფრანგულმა მედიამ შეაფასა:

Le Parisien – 5.5 ქულა: იმის მიუხედავად, რომ ქართველმა პირველი გოლი გაიტანა, ტურნირის დაწყებიდან, ყველაზე ნაკლებად წარმატებული თამაში ჰქონდა. საბედნიეროდ, ვიტინიას დარტყმული ზურგზე მოხვდა და ბურთი კარისკენ წავიდა, მანამდე კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თავისი თამაშის ძიებაში იყო და თამაშში გარკვევას ვერ ახერხებდა. ასევე, ცოტათი გადაღლილიც ჩანდა.

90min.com – 7 ქულა: ქართველს საინტერესო პირველი ნახევარი საათი ჰქონდა, რომელიც ნუნუ მენდეშთან კომბინაციებითა და ინდივიდუალური გარღვევებით იყო სავსე. 35-ე წუთზე კი ანგარიში შემთხვევით გახსნა. ატლეტიკოსთან და ბოტაფოგოსთან თამაშების მსგავსად, კვარაცხელია თანაგუნდელებთან შედარებით უფრო კარგად გამოიყურებოდა.

Parisfans – 6 ქულა: ენერგიული, მაგრამ ნაკლებად მაგიური. საშუალო დონის თამაში ჰქონდა, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის.

Maxifoot – 7 ქულა: ამ საკმაოდ მოსაწყენ მატჩში, პსჟ-ის ვინგერი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, ვისაც თამაშის რიტმში აჟიოტაჟის შექმნა შეეძლო. მას მაინც ჰქონდა ძალები და ცდილობდა, ყოველი საგოლე ეპიზოდის შექმნით ესარგებლა. ის დაჯილდოვდა მაშინაც კი, თუ მისი გოლი საკმაოდ იღბლიანი იყო. პსჟ-ს ის ტურნირის შემდგომ პერიოდში აუცილებლად დასჭირდება, სწორედ ამიტომაც შეცვალა ლუის ენრიკემ ნაადრევად.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას 3 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

B ჯგუფში, პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ატლეტიკომ ბოტაფოგოს 1:0 მოუგო. 3 ტურის შემდეგ 6-6 ქულა პსჟ-ს, ბოტაფოგოს და ატლეტიკოს დაუგროვდათ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჯგუფიდან პირველი ადგილით პსჟ და მეორე ადგილით ბოტაფოგო გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები