ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - შტურმის დირექტორი კიტეიშვილზე

გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, მაიკლ პარენსენმა ავსტრიის ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე კლუბის გეგმებზე ისაუბრა და მნიშვნელოვან მოთამაშეებსაც შეეხო, რომელთა მომავალსაც სხვა გუნდებს უკავშირებენ. Sky Sports-თან ინტერვიუში პარენსენი ოთარ კიტეიშვილსაც შეეხო და განაცხადა, რომ კლუბი ქართველი ნახევარმცველის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

რას ამბობს მაიკლ პარენსენი:

„მას კლუბთან კონტრაქტი აქვს და მოველი, რომ შემოდგომის განმავლობაში ჩვენთან იქნება. ამჟამად, ჩვენი მთავარი მიზანი ესაა. ის ზედიზედ მეორე წელია ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეა. თავისი ხარისხითა და მენტალიტეტით, მან ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემპიონატის მოგებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და რა თქმა უნდა, ვედებით, კვლავ ჩვენს შემადგენლობაში ითამაშოს. ამჟამად მის თაობაზე შემოთავაზებები არ გვაქვს“.

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში „შტურმის“ მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ლიდერობით, „შტურმი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, კიტეიშვილი კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა - ჩაკვეტაძე უოტფორდს შეუერთდა
სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა - ჩაკვეტაძე უოტფორდს შეუერთდა