ნიკოლო ბარელა
Aa
Aa

„მიზეზს ახლაც ვერ ვპოულობთ“ - ბარელა პსჟ-სთან მარცხზე

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო და ამ ტურნირის ისტორიაში პირველივე ჯერზე სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა - პარიზელებმა შეძლეს ის, რაც აქამდე არც ერთ კლუბს არ ჰქონდა გაკეთებული და ფინალში 5-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს, თანაც საკმაოდ ძლიერი მეტოქე „ინტერი“ უშანსოდ დატოვეს.

ნერიაძურის ფეხბურთელებმა თითქოს განცდილი მარცხი ბოლომდე ამოიგდეს გონებიდან და ამჟამად ახალი მთავარი მწვრთნელის კრისტიან კივუს ხელმძღვანელობით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობენ, თუმცა ნიკოლო ბარელას ფინალში წაგების დავიწყება მაინც ძალიან უჭირს.

რას ამბობს ბარელა

არც ზუსტი პასუხი მაქვს, თუ რისი ბრალია პსჟ-სთან მარცხი და ახსნასაც ამ დრომდე ვერ ვპოულობთ. ბევრს ვსაუბრობთ იმ მატჩზე, განსაკუთრებით გამოცდილი ფეხბურთელები, ოღონდ მხოლოდ ვსაუბრობთ და არ ვცდილობთ წარუმატებლობა ერთმანეთს დავაბრალოთ.

მიუხედავად ამდენი აზრთა გაცვლისა, საერთო დასკვნამდე ამ დრომდე ვერ მივედით. არადა, ფინალამდე ისეთი კალიბრის გუნდები დავამარცხეთ, როგორებიც „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ არიან და რა დაგვემართა გადამწყვეტ თამაშში, წარმოდგენა არ მაქვს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა და ჯერ „მანჩესტერ სიტისთან“, ხოლო შემდეგ „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უდინეზე უკვე დაუკავშირდა | გოგლიჩიძე კიდევ ერთი ინგლისური კლუბის რადარზე
უდინეზე უკვე დაუკავშირდა | გოგლიჩიძე კიდევ ერთი ინგლისური კლუბის რადარზე