გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად | კოპენჰაგენმა გოჩოლეიშვილის კონტრაქტი არ გამოისყიდა

გიორგი გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენი“ დატოვა და „შახტარში“ ბრუნდება. ქართველი ფეხბურთელი დანიურ კლუბში იჯარის წესით იმყოფებოდა, რომლის ხანგრძლივობაც ერთი წელიწადი იყო და „კოპენჰაგენმა“ მისი კონტრაქტი არ გამოისყიდა.

„ლომებმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს და გოჩოლეიშვილის წასვლა დაადასტურეს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, სუნე სმიტ-ნილსენმა გიორგის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან „კოპენჰაგენის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„გიორგის პოზიტიური გავლენა ჰქონდა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. პროფესიონალიზმისა და გუნდთან ადაპტაციის გამო, ის დიდ ქებას იმსახურებს. განსაკუთრებით იმ რთულ პერიოდში, როდესაც მისი შვილი ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

გვინდა, შემადგენლობა სხვა ფეხბურთელით გავაძლიეროთ. გამომდინარე აქედან, გოჩოლეიშვილსა და მის ოჯახს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ და კლუბისთვის გამოჩენილი თავდადების გამო, მადლობას ვუხდით. ბედნიერი ვართ, რომ ის ჩვენი გუნდის ნაწილი იყო“, - აღნიშნა „კოპენჰაგენის“ თავკაცმა, იაკობ ნეესტრუპმა.

შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილმა დანიური კლუბის მაისურით 33 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით უცნობია, „შახტარი“ მასთან მიმართებით, რას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარ კლუბში ყოფნით ბედნიერი ვარ“ | ხვიჩა კვარაცხელია სიეტლთან მატჩზე
„საოცარ კლუბში ყოფნით ბედნიერი ვარ“ | ხვიჩა კვარაცხელია სიეტლთან მატჩზე