„მათი საქციელი ამაზრზენი იყო“ - პოგბა იუვენტუსს უპირისპირდება
პოლ პოგბა დოპინგსკანდალით გამოწვეული წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ აქტიურ ფეხბურთს ნელ-ნელა უბრუნდება და სულ მალე კონტრაქტს სავარაუდოდ „მონაკოსთან“ გააფორმებს. ყოველ შემთხვევაში ფრანგულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება. სანამ აწმყოს დაალაგებს, პოგბა წარსულში მომხდარ ამბებს იხსენებს და როგორც ჩანს, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებზე საშინლად განაწყენებულია.
რას ამბობს პოგბა
როდესაც დისკვალიფიკაციით დამსაჯეს ტურინულ კლუბს დახმარება ვთხოვე, რომ ჩემთვის ფიზიოთერაპევტი აეყვანათ, რათა ამ პაუზის პერიოდში თავი გუნდის ნაწილად მეგრძნო. იცით რა მოხდა? უარი მითხრეს და ეს კიდევ რბილად ნათქვამია. მე მეგონა რომ მხოლოდ ანტისადოპინგო სააგენტოსთან მქონდა ომი, სინამდვილეში კი თურმე „იუვენტუსთანაც“ მქონია.
შეგახსენებთ, რომ აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო, პოლ პოგბა თავდაპირველად ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თუმცა აპელაციის შეტანის შემდეგ სასჯელი 18 თვემდე შეუმცირეს.