ჟოან ლაპორტა, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

ლაპორტა: მალე მორიგ ტრანსფერს გავაკეთებთ, 1:1 წესს დავუბრუნდით

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი ფეარ პლეის 1:1-ს წესს აკმაყოფილებს და მალე ისინი მორიგ ახალ ტრანსფერებს განახორციელებენ.

ეს ნიშნავს, რომ კლუბს შეუძლია მოთამაშეების გაფორმება შეზღუდვების გარეშე, ხარჯვის ლიმიტის ფარგლებში. შესაბამისად, კატალონიელებს შეუძლიათ თავიანთი შემოსავლის სოლიდური ნაწილი ტრანსფერებში გამოიყენონ და ლა ლიგის მიერ შემოღებული რეგულაციები, რომელიც მხოლოდ 25%-ის დახარჯვის უფლებას იძლეოდა - ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ 1:1 წესის მიხედვით და ფეარ პლეი (სამართლიანი თამაშის) სისტემაში დავრჩეთ. ჩვენ ამას მივაღწიეთ დიდი შრომისა და თქვენი დახმარების წყალობით. ამიტომ ჩვენ გავიფორმეთ დანი ოლმო. ბევრი სირთულის წინაშე დავდექით. ეს გვაძლევს ჩვეულებისამებრ ხელშეკრულებების დადების საშუალებას.

მორიგ ახალ ტრანსფერთან ახლოს ვართ, ეს მალე მოხდება. ჩვენ ნამდვილად შევძლებთ სხვა ფეხბურთელის შეძენას, რომელიც ძალიან გვჭირდება. ჩვენ ახლა ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ლა ლიგასთან და ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალი ტრანსფერების გამოცხადებას მოვახერხებთ“,

- განაცხადა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა.

როგორც მოგეხსენებათ, „ბარსამ“ „ესპანიოლის“ მეკარის ჟოან გარსიას ტრანსფერი უკვე გააოფიციალურა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ბილბაოში ჩაფრინდა, რათა ნიკო უილიამსის ტრანსფერი დახუროს. ესპანელი გარემარბის გამოსასყიდი თან 58 მილიონი ევროა.

გარდა ამისა, „ბარსელონას“ უკავშირებენ ალექს გრიმალდოსა და მარკუს რაშფორდს. არის სხვა გვარებიც, თუმცა წინ გრძელი ზაფხული გველის და სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე იქნება გახსნილი, რა დროსაც კიდევ უამრავი ინფორმაცია გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SPORT: სამაგალითო პროფესიონალი, ლიდერი და ბარსას მთავარი იმედი
SPORT: სამაგალითო პროფესიონალი, ლიდერი და ბარსას მთავარი იმედი