ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„საუკეთესო მეტოქე“ - ჯონსმა გუსტაფსონზე ილაპარაკა

მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარულმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა თავის კარიერაში ყველაზე რთულ მეტოქეზე ილაპარაკა.

ამერიკელმა მებრძოლმა შვედი ალექსანდერ გუსტაფსონი გამოარჩია.

„ჩემ საუკეთესო მეტოქედ ალექსანდერ გუსტაფსონი უნდა ჩაითვალოს. მან ნამდვილად მაიძულა მემუშავა. ის გახდა ერთადერთი ადამიანი UFC-ში, რომელმაც ჩემი თეიქდაუნში გადაყვანა შეძლო“, - თქვა ჯოსნმა.

შეგახსენებთ, რომ ეს 2 მებრძოლი ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდა. 2013 წელს, ჯონსმა გუსტაფსონი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მათი რევანში 2018 წელს შედგა და ამჯერად „ბოუნსმა“ ის მესამე რაუნდში დაანოკაუტა.

გეტყვით ასევე, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს, UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანქანა შეუჩერებელია | დვალიშვილმა ომალი მოახრჩო
მანქანა შეუჩერებელია | დვალიშვილმა ომალი მოახრჩო