ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

გეიჯი კარიერის დასრულებას აპირებს, თუ სატიტულო ჩხუბს არ მიიღებს

ცნობილმა სპორტულმა მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა, ჯასტინ გეიჯზე ილაპარაკა.

მისი თქმით, UFC-ის ამერიკელი მებრძოლი ორგანიზაციაში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და შესაძლოა კარიერაც კი დაასრულოს.

„ჯასტინმა მითხრა, რომ თუ ის სატიტულო ბრძოლას არ მიიღებს, უბრალოდ კარიერას დაასრულებს. მან ასე ამიხსნა: „ვგრძნობ, რომ პატივს არ მცემენ. მე მომწონს, რომ UFC-ს მებრძოლი ვარ, მიყვარს ეს პრომოუშენი, მაგრამ მინდა, რომ ეს ორმხრივი იყოს“, - თქვა აბდელ-აზიზმა.

ცნობისთვის, გეიჯი მსუბუქი წონის ყოფილი დროებითი ჩემპიონია. მას MMA-ში 26 მოგება და 5 მარცხი აქვს.

მან ბოლოს მარტში იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანელი რაფაელ ფიზიევი დაამარცხა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “ბავშვობაში მაცივარიც კი არ მქონდა“ - დვალიშვილის პრესკონფერენცია
    “ბავშვობაში მაცივარიც კი არ მქონდა“ - დვალიშვილის პრესკონფერენცია