გუარდიოლამ მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო
პეპ გუარდიოლამ მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს ეს ჯილდო ქალაქის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის და ფეხბურთის მიღმა განხორციელებული საქმიანობისთვის, კერძოდ კი საოჯახო ფონდის - Guardiola Sala-ს მუშაობისთვის გადაეცა.
„მანჩესტერი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. აქ 9 წელი გავატარე და ის ჩემი სახლი გახდა. ხალხი, კულტურა, ჩემი არაჩვეულებრივი კლუბი, კოლეგები - ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც აქ მოვედი, არ ვიცოდი, რამდენ ხანს დავრჩებოდი. იმის წყალობით, თუ როგორ მიმიღო ამ ქალაქმა, ყველაფერი მარტივი გახდა. ჩემი აქ ყოფნა არაჩვეულებრივი იყო“, - თქვა გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელი სპეციალისტი „ქალაქელებს“ 2016 წლიდან წვრთნის.