მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, ჰენრი სეხუდო, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„დვალიშვილს ჯონსზე და მახაჩევზე მაღლა მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენებ...“ - სეხუდო

UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონის, ჰენრი სეხუდოს აზრით, თუ მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენსაც დაამარცხეს, ის P4P რეიტინგში (განურჩევლად წონითი დივიზიონებისა) პირველობას დაიმსახურებს.

ჰენრი სეხუდო:

„არის თუ არა დვალიშვილი ისლამ მახაჩევსა და ჯონ ჯონსზე უფრო ძლიერი მებრძოლი? თუ მერაბი კორი სენდჰეგენს დაამარცხებს, მე მას P4P რეიტინგის პირველ საფეხურზე დავაყენებდი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წელს კიდევ ორჯერ იჩხუბებს. მე მძულს მერაბი, მაგრამ მის დიდებას ვაღიარებ“.

ცნობისთვის, UFC-ში მერაბ დვალიშვილს ზედიზედ 13 გამარჯვება დაუგროვდა. რამდენიმე დღის წინ მან სატიტულო ჩხუბში შონ ომალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მეორედ დაიცვა.

აქვე გეტყვით, რომ P4P რეიტინგი ოფიციალურად დღეს უნდა განახლდეს. აქამდე დვალიშვილი UFC-ის საუკეთესო მებრძოლების რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებდა და მას მხოლოდ ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი და ილია თოფურია უსწრებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კინაღამ გაგვჭყლიტეს, ძალიან შემეშინდა“ | მერაბის მწვრთნელი გადმოვარდნილ ქომაგებზე
„კინაღამ გაგვჭყლიტეს, ძალიან შემეშინდა“ | მერაბის მწვრთნელი გადმოვარდნილ ქომაგებზე