ამხანაგური მატჩი ფარერის კუნძულებთან | როგორია ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი ფარერის კუნძულებთან | როგორია ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა

5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნების“ ძირითადი შემადგენლობა ცნობილი გახდა და ვილი სანიოლის თერთმეტეული ასე გამოიყურება:

გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლაშა დვალი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ლევან შენგელია, ლუკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობანიძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი გულიაშვილი.

საქართველო - ფარერის კუნძულების მატჩი 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს
„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს