სასტარტო თერთმეტეულები | რა შემადგენლობებით იწყებენ ინტერი და პარი სენ-ჟერმენი
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ, UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გუნდების სასტარტო შემადგენლობები გამოქვეყნდა და „კვარა“ პარიზელთა ძირითადშია.
პარი სენ-ჟერმენი: ჯანლუიჯი დონარუმა, მარკინიოსი, ვილიამ პაჩო, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია.
ინტერი: იან ზომერი, ალესანდრო ბასტონი, ფრანჩესკო აჩერბი, ბენჟამინ პავარი, დენზელ დუმფრისი, ფედერიკო დიმარკო, ჰენრიხ მხითარიანი, ნიკოლო ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ლაუტარო მარტინესი, მარკუს ტურამი.
შეგახსენებთ, რომ ფინალი დღეს, 23:00-ზე, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება. ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია.